17 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
მინსკსა და მოსკოვს შორის რუსეთის 33 მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით უთანხმოება გრძელდება

მინსკსა და მოსკოვს შორის რუსეთის 33 მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით უთანხმოება გრძელდება.

ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთიდან ჩასული პირები 9 აგვისტოს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ დესტაბილიზაციას გეგმავდნენ.

მოსკოვში ბრალდებას უარყოფენ და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. რუსული მხარის განმარტებით, დაკავებულები კერძო უშიშროების კომპანიის თანამშრომლები არიან და ბელარუსში მას შემდეგ დარჩნენ, რაც სტამბოლის ავიარეისით გაფრენა ვერ შეძლეს.

მოსკოვის ვერსიაში ეჭვი შეაქვს ლუკაშენკოს და განმარტავს, რომ რუსეთი მებრძოლების ჩასვლასთან დაკავშირებით ბელარუსთან წინასწარ არ შეთანხმებულა. მინსკის გარეუბანში რუსეთის 33 მოქალაქე რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ დააკავეს, რაც სამართალდამცველებმა რომ ბელარუსში რუსეთიდან 200 მებრძოლის ჩასვლის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. 

დღის ამბები