”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი გიგი უგულავა, მაჟორიტარად კენჭს ზუგდიდში იყრის. მისი თქმით, სწორედ ეს არის ის ქალაქი, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება გამაგრება.
გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ ზუგდიდში ბიძინა ივანიშვილს საკმაოდ სერიოზული ბრძოლა ელის.
"მე ვაპირებ, რომ თქვენი მხარდაჭერით ზუგდიდში ვიყარო კენჭი. ზუგდიდი არის ქალაქი და რაიონი, სადაც ყველაზე კარგად ჩანს ჩვენი ქვეყნის, აწმყო, წარსული და ჩვენი ქვეყნის მომავალი. ზუგდიდი არის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად უჭირს ჩვენს თანამოქალაქეებს. ზუგდიდმა ყველაზე მეტი დევნილი მიიღო. სწორედ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება და სწორედ ამიტომ, ზუგდიდში იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა",- განაცხადა გიგი უგულავამ.