"ევროპულმა საქართველომ" რეგიონების 22 ოლქიდან 14-ში წარადგინა კანდიდატები. აქედან 3 ქალია.
კიდევ 8 კანდიდატს "ევროპული საქართველო" უახლოეს მომავალში დაასახელებს.
"ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბს სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.
პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები:
ფოთი-ხობი-სენაკი - გიგა ბოკერია;
ზუგდიდი - გიგი უგულავა;
ტყიბული-ზესტაფონი-თერჯოლა-ბაღდათი - გიგი წერეთელი;
ხელვაჩაური-ხულო-ქედა-შუახევი - ტარიელ ნაკაიძე;
რუსთავი-გარდაბანი - ირმა ნადირაშვილი;
ქუთაისი - ოთარ კახიძე;
საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული - სერგო რატიანი;
თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი - ზურაბ ჭიაბერაშვილი;
გურჯაანი-საგარეჯო-დედოფლისწყარო-სიღნაღი - გიორგი ღვინიაშვილი;
ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური - ხათუნა გოგორიშვილი;
მარნეული-გარდაბანი - აჰმედ იმამყულიევი;
ახალქალაქი-ნინოწმინდა - არსენ კარაპეტიანი;
წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშა - ლელა ქებურია;
სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონი - აკაკი ბობოხიძე.
დედაქალაქში "ევროპული საქართველოს" 2 მაჟორიტარი კანდიდატის ვინააობაა ცნობილი :
ვაკე - ელენე ხოშტარია;
მთაწმინდა-კრწანისი - შალვა შავგულიძე.
რაც შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს, "ევროპული საქართველოს" კანდიდატები იქნებიან:
ბათუმი - ვახტანგ კალოიანი;
ქედა-შუახევი-ხელვაჩაური-ხულო - თემურ კახიძე.