17 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
დეპუტატების შეფასება მათი გამოსვლების რაოდენობის მიხედვით ყველაზე ზედაპირული შეფასებაა - არჩილ თალაკვაძე საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიშზე

საერთაშორისო გამჭვირვალობის ახალ ანგარიშზე, სადაც წერია, რომ დეპუტატები საპარლამენტო სხდომებს ხშირად არასაპატიო მიზეზების გამო აცდენენ, შეფასება პარლემენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

"დეპუტატების საქმიანობის შეფასება მათი გამოსვლების რაოდენობის მიხედვით, ვფიქრობ არის ყველაზე ზედაპირული შეფასება, რომელიც ოდესმე მომისმენია და მინახავს. ამიტომ, ყველას ვთხოვდი დეპუტატების გამოსვლების რაოდენობა მექანიკურად კი არ დათვალონ, არამედ ნახონ რას აკეთებ ეს ადამიანები იმ საზოგადოებაში, რომელიც მათ თავად აირჩიეს,"- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

რატომ აცდენენ დეპუტატები საპარლამენტო სხდომებს ხშირად, არასაპატიო მიზეზების გამო და რატომ არ იყენებენ ისინი საპარლამენტო ტრიბუნას - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ახალი ანგარიშის თანახმად, დღეს საკანონმდებლო ორგანოში 21 ნაკლებად აქტიური დეპუტატია.

მათგან უმრავლესობა სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელია. მათ შორის არიან: ირაკლი აბუსერიძე, ლევან ბეჟანიძე, ილია წულაია, ვიქტორ ჯაფარიძე, რუსლან გაჯიევი, მახირ დარზიევი, მუხრან ვახტანგაძე, თეიმურაზ კოხრეიძე, იოსებ მაკრახიძე, სამველ მანუკიანი, ენზელ მკოიანი, რომან მუჩიაშვილი, რუსლან პოღოსიანი, დიმიტრი სამხარაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, გოდერძი ჩანქსელიანი, არჩილ ხაბაძე, ირაკლი ხახუბია და ელგუჯა გოცირიძე.

პასიურ დეპუტატებს შორის არის "ევროპული საქართველოს" ერთი წევრი ზაზა კედელაშვილი, ორი კი დამოუკიდებელი დეპუტატია. 

დღის ამბები