17 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
რა რეაქციები მოჰყვა ოპოზიციაში სააკაშვილის განცხადებებს - განხეთქილება ოპოზიციურ ფრონტზე არჩევნებამდე 3 თვით ადრე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საკუთარი პოლიტიკური ძალის დამოუკიდებლად გამარჯვებაში დარწმუნებულია. ის სხვა ოპოზიციურმა ლიდერებმა გააკრიტიკეს. მმართველი გუნდის ოპონენტებმა მესამე პრეზიდენტს შეახსენეს, რომ ქართველი ხალხის დაკვეთა არა ერთპარტიული მმართველობა, არამედ მრავალპარტიული პარლამენტი და კოალიციური მთავრობაა.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ წონასთან დაკავშირებით, სააკაშვილის პათოსი მისმა თანაგუნდელებმაც გაიზიარეს. თუმცა პარალელურად, მესამე პრეზიდენტის პოლიტიკურ გაერთიანებაში ოპოზიციურ პარტიებს შორის ერთობის მნიშვნელობაზეც საუბრობენ.

"ნაციონალური მოძრაობის" უპირატესობაში დარწმუნებულია სააკაშვილის მთვარობის ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი. საკუთარი პარტიის პოზიციონირების პარალელურად, ივანე მერაბიშვილი ოპოზიციას ამომრჩეველთან ურთიერთობის სტრატეგიას უწუნებს.

სააკაშვილის მთავრობის ყოფილ პრემიერს, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე პასუხობს. ნინო ბურჯანაძე ვანო მერაბიშვილს პოლიტიკური თამაშის წესებს ახსენებს.

გიორგი ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილს სპეციალური ბრიფინგით უპასუხა. "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე მესამე პრეზიდენტის იმ განცხადების ადრესატი იყო, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ყოფილი თანაგუნდელი გააკრიტიკა, ივანიშვილის სასარგებლო თამაშში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ის ბნელ და არასწორ მხარეს გადავიდა. სააკაშვილის ამ განცხადებას, ვაშაძე ჯერ "ფეისბუქ" გვერდზე მოკლე სტატუსით, შემდეგ კი ვრცელი ბრიფინგით გამოეხმაურა. მანამდე კი, პოლიტიკური ტონი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს, გიორგი ვაშაძის თანამებრძოლმა თაკო ჩარკვიანმა დაუწუნა.

სააკაშვილის განცხადებებზე ოპოზიციის კრიტიკა არ უკვირთ მმართველ გუნდში. პარლამენტის თავმჯდომარისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის განცხადება და ქმედებები წარსულია, მისი პოლიტიკური ძალა კი დაშლილი მონოპოლია.

შესაძლოა თუ არა, ჰქონდეს გავლენა მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ოპოზციის ერთობაზე? - დღეს ამ კითხვაზე ოპოზიციას ერთიანი პასუხი აქვს. მმართველი გუნდის ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ მიზანი, რამაც ოპოზიციური სპექტრი გააერთიანა, შესრულდება და ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა დასრულდება.

დღის ამბები