17 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
"ევროპული საქართველოს’’ ლიდერი დავით ბაქრაძე ქარელში მოსახლეობას შეხვდა

"ევროპული საქართველოს’’ ლიდერი დავით ბაქრაძე ქარელში მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. შეხვედრის დროს ადგილობრივებმა ყურადღება გაამახვილეს სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე.

თავის მხრივ, "ევროპული საქართველოს" სიის პირველმა ნომერმა 2020-ს საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამარჯვების შემთხვევაში პრობლემები მოგვარდება. 

"ყველა ელოდება, რომ უახლოეს პერიოდში კიდევ ერთხელ ვიხილავთ იგივე საარჩევნო ფოკუსს ქართული ოცნების მხრიდან, როდესაც ქართული ოცნების დეპუტატობის კანდიდატები კიდევ ერთხელ ჩამოივლიან სოფლებს, ოჯახებს, კიდევ ერთხელ გაახსენდებათ, რომ ამომრჩეველი ჰყავთ, კიდევ ერთხელ დაპირდებიან ყველაფრის მოგვარებას და კიდევ ერთხელ მოატყუებენ ხალხს. ეს არის ის, რაც ხდება უკვე ბოლო რამდენიმე არჩევნებია. ტყუილი დაპირებები, შეუსრულებელი პირობები და გაუარესებული ცხოვრება. სწორედ ამას უნდა დავუსვათ წერტილი ოქტომბრის არჩევნებზე,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

დღის ამბები