17 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ბაჩალიაშვილის ოჯახის აქციას შეუერთდა

ბაჩალიაშვილები დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთანაც შეიკრიბნენ და მათი შვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართვა მოითხოვეს.

ბაჩალიაშვილის ოჯახს დღეს საპროტესტო აქციაზე სოლიდარობა შვილმკვდარმა მამამ - მალხაზ მაჩალიკაშვილმაც გამოუცხადა. მასთან ერთად აქციაზე  სამოქალაქო აქტივისტები, მათ შორის გიგა მაქარაშვილიც იმყოფებოდა, ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, საქმე ობიექტურად გამოიძიოს და ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

"ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს უნდობლობა სამართალდამცავი სისტემების მხრიდან და მეორეს მხრივ უნდა დასრულდეს ახალგაზრდების სიკვდილი," - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

დღის ამბები