17 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
ჯანდაცვის კომიტეტზე დღეს შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ

შრომის კოდექსში დიმიტრი ცქიტიშვილისა და სხვა კანონმდებლების ინიციატივით შემუშავებული ცვლილებების პროექტს დღეს დეპუტატები მეორე მოსმენით უბრუნდებიან. საკითხის განხილვა ჯანდაცვის კომიტეტზე იგეგმება.

საუბარი ძირითადად ტექნიკურ დეტალებზე გაიმართება. ცვლილებები ეხება დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას, სტაჟირების დროის რეგულირებას და სხვა ასპექტებს.

კანონპროექტის მიხედვით, დეკრეტული შვებულებით სარგებლობას მამებიც შეძლებენ. ასევე, 3 თვით განისაზღვრება ერთჯერადი უხელფასო სტაჟირების მაქსიმალური ვადა.

დღის ამბები