17 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
ბეირუთში დაღუპულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა - საქართველოს პრეზიდენტმა ლიბანელ ხალხს ტვიტერზე მიუსამძიმრა

ასამდე გაიზარდა ბეირუთში დაღუპულთა რაოდენობა, დაშვებულია 4 ათასზე მეტი - ბოლო მონაცემებით, ასეთია ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგები. ქვეყანაში 5 აგვისტო საყოველთაო გლოვის დღედ გამოცხადდა.

ლიბანის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დაწესდა 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობა. ქვეყნის დედაქალაქის პორტთან ძლიერი აფეთქება გუშინ ადგილობრივი დროით საღამოს 6 საათზე მოხდა, რასაც ნგრევა მოჰყვა. აფეთქება იგრძნობოდა ბეირუთიდან 240 კილომეტრის მოშორებით მდებარე კვიპროსზე. 

ლიბანის პრეზიდენტის განცხადებით, აფეთქება 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რომელიც საწყობში ექვსი წლის განმავლობაში უყურადღებოდ ინახებოდა. ზარალის შესამცირებლად მთავრობა 66 მილიონი დოლარის გამოყოფას აპირებს.

ერთ-ერთ ვერსიით, მომხდარ აფეთქებასთან კავშირი აქვთ ლიბანის ექს პრემიერ-მინისტრის მკვლელობაში ბრალდებულ "ჰესბოლას" დაჯგუფების წევრებს. მათთვის ვერდიქტი მოსამართლემ პარასკევს უნდა გამოიტანოს.

მომხდარს მსოფლიოს ლიდერები ეხმიანებიან - მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა ლიბანელ ხალხს ტვიტერზე მიუსამძიმრა. ბეირუთს დახმარება შესთავაზეს დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა, ესპანეთმა, საფრანგეთმა და თურქეთმა.

დღის ამბები