17 ნოემბერი 2024,   23:21
ვრცლად
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ კონდოლიზა რაისის განცხადება არჩევნების წინ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ საკუთარი დემოკრატია და ეკონომიკა თავად უნდა ააშენოს, ოპოზიციურ სპექტრში მნიშვნელოვან გზავნილად აფასებენ.

"ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა, სადაც თქვა, რომ ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენ თავს, იმ გაგებით, რომ ჩვენ უნდა ავაშენოთ ქვეყნის შიგნით დემოკრატია, ჩვენ უნდა გვქონდეს კარგი მმართველობა, ჩვენ უნდა შევქმნათ უკეთესი ეკონომიკა, დავძლიოთ სიღარიბე და ეს არის წინაპირობა, რომ საქართველო იყოს უფრო უსაფრთხო. ეს არის აბსოლუტურად სწორი მიდგომა და სწორედ ყველაზე დიდი ჩავარდნა აქ გვაქვს, ჩვენ, როგორც საერთაშორისო ურთიერთობები მოგვეშალა ბოლო 8 წლის განმავლობაში, ისე ქვეყნის ეკონომიკა წავიდა უკან, გაიზარდა სიღარიბე და უფრო დასუსტდა ქვეყანა, ამიტომ ჩვენ ამ არჩევნებზე უნდა გადავწყვიტოთ რა გზით მივდივართ, რომ ეს რეჟიმი შეიცვალოს," - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი მოწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არჩევნების წინ, რათა საქართველოს მოქალაქეებმა დაიცვან ქვეყნის დემოკრატიული სისტემა.

"ხაზგასასმელია ის განცხადება, რაც ქალბატონმა რაისმა გააკეთა, როდესაც ის საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავად უნდა განსაზღვრონ საკუთარი ბედი, საკუთარი არჩევანი და ფაქტიურად  ეს არჩევნების წინ არის ძალიან მნიშვნელოვანი მოწოდება იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ამ არჩევნებზე უნდა დავიცვათ ჩვენი დემოკრატიული სისტემა, რომელსაც უპირისპირდება რუსეთი," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები