17 ნოემბერი 2024,   23:26
ვრცლად
პოლიტიკურმა პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა

პოლიტიკურმა პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. 

პარტიის თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილმა პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ მათი საარჩევნო პროგრამა მიმართულია იმისაკენ, რომ ჩვენი ქვეყანა მომხმარებელი ქვეყნიდან იქცეს მწარმოებელ ქვეყანად.

"ჩვენი პროგრამა მაქსიმალურად ორიენტირებულია გაეროს განვითარების მიზნებთან ქვეყნის დაახლოებაზე. ზოგიერთი მიმართულებით, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ჩვენ ვაკმაყოფილებთ მათ სტანდარტებს, მაგრამ ზოგიერთი მიმართულებით დიდი ჩავარდნები გვაქვს. განსაკუთებით ეს არის მე-9 მიზანი, რომელიც ორიენტირებულია ინდუსტრიულ განვითარებაზე.

ჩვენი საარჩევნო პროგრამა მიმართულია იმისაკენ, რომ ჩვენი ქვეყანა მომხმარებელი ქვეყნიდან იქცეს მწარმოებელ ქვეყანად," - აცხადებს პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილი.

დღის ამბები