17 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
გარდაბანში იუსტიციის სახლის მშენებლობა დასკვნით ფაზაში გადავიდა

იუსტიციის სახლის გარდაბნის ფილიალის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია გადასული. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ფილიალი დაათვალიერა და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. გარდაბნის ფილიალი მეოთხე იუსტიციის სახლი იქნება, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში გაიხსნება.

ფილიალში დასაქმებული იქნება 17 პირი. ამ დროისთვის მშენებლობები ქარელსა და წყალტუბოშიც მიმდინარეობს.

"ვაგრძელებთ შენების პროცესს, წყალტუბოსთან და ქარელთან ერთად სხვა დასახლებებში, ვაგრძელებთ გარდაბანში იუსტიციის სახლის მშენებლობას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მშენებლობა უკვე შემოდგომაზე დასრულდება და სწორედ ამ პერიოდში, გარდაბანს ექნება დასავლური ინფრასტრუქტურა, სადაც საზოგადოების წევრები 400-ზე მეტ მომსახურებას მიიღებენ,"- განაცხადა თეა წულუკიანმა. 

ამჟამად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სულ 24 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს.

დღის ამბები