17 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
ჯონდი ბაღათურიამ საკუთარი პარტიის მიერ შედგენილი ანტიკრიზისული პროგრამა გიორგი გახარიასთვის გადასაცემად კანცელარიაში დატოვა

"ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ, პარტიის წევრებთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციაში პარტიის მიერ შედგენილი ანტიკრიზისული პროგრამა წარმოადგინა. ბაღათურიას თქმით, პროგრამა ორიენტირებულია სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. პარტიის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა მთავრობის მეთაურისთვის გიორგი გახარიასთვის გადასაცემად მთავრობის კანცელარიაში დატოვა.

"მზად ვართ, გადავაბაროთ მათ საარჩევნო პროგრამის ეს ნაწილი მთავრობას, მათთან ვითანამშრომლოთ და სამუშაო ვითარებაში მივცეთ დამატებითი განმარტებები, როგორ შეიძლება გადავარჩინოთ ქვეყნის ეკონომიკა, ქვეყანაში შევქმნათ 500 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი, 500 ათასი ოჯახს გაუჩნდება ლუკმა-პური,“ - ამბობს ჯონდი ბაღათურია.

დღის ამბები