საოკუპაციო რეჟიმის მიერ მავთულხლართების პოლიტიკის გაგრძელებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი აფასებს.
"ჩვენი მოქალაქეების გატაცება არის კიდევ ერთი დესტრუქციული და ვერაგული გამომჟღავნება საოკუპაციო რეჟიმის. საქართველოს მთავრობა და ჩვენი უწყება სხვა უწყებებთან თანამშრომლობით ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ მალე მოხდეს დაკავებული ადამიანების გათავისუფლება," - აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.
"კურიერმა" გაარკვია, რომ გუშინ გატაცებული მამაკაცი არის სოფელ ტახტისძირიდან, ის უკვე გათავისუფლებულია და ამჯერად, პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.
საოკუპაციო რეჟიმი მავთულხლართების პოლიტიკას განაგრძობს. დღეს დილიდან ე.წ. სადერმაკაციო სამუშაოები სოფლების ტახტისძირისა და გვირგვინას ტერიტორიაზე განახლდა. ამ ორ დასახლებას შორის 50 მეტრიანი მავთულხლართი გაჩნდა.
ამ ორ დასახლებას შორის 50 მეტრიანი მავთულხლართი გაჩნდა.ოკუპანტები დღეს დილით გამოჩნდნენ იქ, სადაც დაახლოებით სამი თვის წინ ე.წ. საზღვარი ბანერებით მიანიშნეს.ამ დროისთვის ბორდერიზაციის პროცესი ადგილზე აღარ გრძელდება. უცნობია, გამოჩნდებიან თუ არა ე.წ. გამყოფ ხაზთან საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები.
ინფორმაცია დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც.გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.სამუშაოების დაწყებას წინ უძღოდა საქართველოს მოქალაქის გატაცება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებული უკვე გათავისუფლებულია.