17 ნოემბერი 2024,   23:19
ვრცლად
აუცილებლად ამ ანგარიშში უნდა იყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ არსებული სიტუაცია - დავით ზალკალიანი

აშშ-ის თავდაცვის უსაფრთხოების აქტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურება. დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშის მომზადებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ანგარიშში უნდა იყოს ასახული იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ არსებული სიტუაცია. დავით ზალკალიანი მიიჩნევს, რომ თუ საქართველოს მეგობარი ქვეყანა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების და ასევე კანონის უზენაესობის კუთხით გადადგმული ნაბიჯებით არის დაინტერესებული, ამაში გასაკვირი არაფერია.

"აუცილებლად ამ ანგარიშში უნდა იყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ არსებული სიტუაცია, ბოლო პერიოდის განმავლობაში გარდაცვლილ ადამიანთა შესახებ ინფორმაცია. ბუნებრივია, საუბარი არის ასევე იმაზეც, კერძოდ დემოკრატიული ინსტიტუტების, განვითარების და ასევე კანონის უზენაესობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებთან მიმართებაში, ასევე კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ეს არის ზრუნვა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში. ამაში გასაკვირი არაფერი არ არის," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების "2021 წლის ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი", სადაც საქართველოზეც არის საუბარი, სენატს გადაეცა. 

დოკუმენტში განსაზღვრულია ის ვადები და წესებიც, რომლითაც შტატების სახელმწიფო მდივანმა საქართველოს შესახებ ანგარიშის მომზადებისას უნდა იხელმძღვანელოს. კერძოდ, კანონის მიღებიდან არა უგვიანეს 180 დღეში, მაიკ პომპეომ კონგრესის შესაბამის კომიტეტებს უნდა წარუდგინოს ანგარიში იმის შესახებ, თუ რამდენად დგამს საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, საარჩევნო რეფორმის განხორციელების, გამჭვირვალობის უზრუნველყოფის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების უფლებებისა და მედიის თავისუფლების დაცვის კუთხით. 

დღის ამბები