17 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
მიმდინარე პროცესების დემოკრატიულად განვითარების ხელშეშლაზე არიან ორიენტირებული დესტრუქციული ძალები - გია ვოლსკი

აშშ-ის თავდაცვის უსაფრთხოების აქტი, რომელსაც ოპოზიცია საგანგაშოდ აღიქვამს, საქართველოს ხელისუფლებისთვის ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთხელ მხარდაჭერილი გზავნილია. 

საუბარია დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც შესაძლოა საქართველოს შტატებმა მომავალ წელს დაფინანსება 15%-ით შეუმციროს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის სურვილია, ხელი შეუშალოს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას. 

"როდესაც ქვეყანას დახმარება უნდა გაუწიოს სახელმწიფომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ შემთხვევაში, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად ზრდის თავის დახმარებას საქართველოსთვის, სახელმწიფო დეპარტამენტი რასაკვირველია ყურადღებით აკვირდება მიმდინარე პროცესებს და სწორედ ამ მიმდინარე პროცესების დემოკრატიულად განვითარების ხელშეშლაზეა ორიენტირებული ახლა დესტრუქციული ძალები. მთავარი ამოცანები აქეთ არის მიმართული, როგორმე შეირყეს სიტუაცია,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, წარმომადგენელთა პალატის მიერ მომზადებულ დოკუმენტში განსაზღვრულია ის ვადები და წესებიც, რომლითაც შტატების სახელმწიფო მდივანმა, საქართველოს შესახებ ანგარიშის მომზადებისას უნდა იხელმძღვანელოს. კერძოდ, კანონის მიღებიდან არა უგვიანეს 180 დღეში, მაიკ პომპეომ კონგრესის შესაბამის კომიტეტებს უნდა წარუდგინოს ანგარიში იმის შესახებ, თუ რამდენად დგამს საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, საარჩევნო რეფორმის განხორციელების, გამჭვირვალობის უზრუნველყოფის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების უფლებებისა და მედიის თავისუფლების დაცვის კუთხით. 

დღის ამბები