17 ნოემბერი 2024,   23:20
ვრცლად
გადის თუ არა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გეგმები 2020 წლის არჩევნებზე - ენმ-ში სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე ჯერ არ საუბრობენ

ყოფილი ხელისუფლებიდან ხელისუფლებაში - გადის თუ არა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გეგმები 2020 წლის არჩევნებზე, პოლიტიკური გზა კი კვლავ საქართველოზე - უახლოეს მომავალში უნდა გაირკვეს. მისმა თანაგუნდელებმა დღე მხოლოდ ის თქვეს, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე საარჩევნო სტრატეგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღეს, რომელზეც ჯერ არ საუბრობენ და საკუთარ ამომრჩეველთან ფართომასშტაბიან შეხვდრას ელოდებიან.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც პოზიციები "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გამოიკვეთა, ჩრდილოვანი კაბინეტის დაკომპლექტების საკითხია. როგორც ჩანს, "ნაციონალურ მოძრაობაში" გეგმავენ, რომ მომავალი მინისტრთა კაბინეტის წევრები მხოლოდ "ძალა ერთობაშიას" გაერთიანებასთან ერთად შეარჩიონ და მათ რიგებში დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს არ მოიაზრებენ.

2 და 3%-იან პარტიებად მოიხსენიებს ოპოზიციას სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე. მისთვის არაადეკვატური აღმოჩნდა სხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატების დასახელება და მიიჩნევს, რომ პრემიერიც ლიდერი ოპოზიციური პარტიის კანდიდატი უნდა გახდეს.

გიორგი ბარამიძის გზავნილები მისმა თანაგუნდელებმაც შეაფასეს და მიმართვის ადრესატებმაც. ისინი მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილის პრემიერად დასახელება ოპოზიციის მხრიდან არასწორი პოლიტიკური სვლაა.

ყოფილი ხელისუფლების ლიდერს მოქმედ ხელისუფლებაში შესაძლო პოლიტიკურ გეგმებს უწუნებენ. "ქართული ოცნების" წევრები მიხეილ სააკაშვილს ურჩევენ, სანამ მომავალს კვლავ ქართულ პოლიტიკას დაუკავშირებს, აწმყო გაითვალისწინოს და ისიც, რომ მაღალი თანამდებობის დაკავებამდე სასჯელის მოხდა მოუწევს.

უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელს და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა შეხვდრას პოლიტსაბჭოს წევრის სტატუსით ესწრებოდა ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი, რომელმაც შეხვედრა კომენტარის გარეშე დატოვა.

დღის ამბები