თავდაცვის ყოფილი მინისტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარე თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ოკუპაციის რეალურად შესაჩერებლად საქართველოს უსაფრთხოების ქოლგა სჭირდება, ასეთი კი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსია, აღნიშნული განცხადება თინა ხიდაშელმა რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით გააკეთა.
"საქართველოს სჭირდება თავდაცვითი, გარანტირებული, აბსოლუტური "უსაფრთხოების ქოლგა", რომელიც მხოლოდ ერთი არსებობს ამ დედამიწაზე, მას ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი NATO ჰქვია და ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას იმისათვის, რომ ოკუპაცია რეალურად გაჩერდეს, აღარ ქონდეს ადგილი დამატებითი მიწების მიტაცებას, ადამიანების გატაცებასა და გვამების გადმოცემას ჩვენი მოქალაქეების სახით, რასაც პერიოდულად სამწუხაროდ მხოლოდ დამკვირვებლის სახით ვუყურებთ," - განაცხადა თინა ხიდაშელმა.