"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა, რომ აგვისტოს ომის დროს, ქართული მხარემ ერთადერთი ფუნდამეტური შეცდომა დაუშვა, რაც რუსეთისთვის სამშვიდობო სტატუსის არჩამორთმევა იყო.
"ერთადერთი ჩვენ ფუნდამენტურ შეცდომად მივიჩნევ, რომ რისკზე არ წავედით - ეს იყო სამშვიდობოებისთვის ჩამორთმევა სტატუსის, რა ინიციატივაც დადგა მაშინ, საქართველოს პარლამენტმა დააყენა, რაც დიპლომატიურად და პოლიტიკურად შეავიწროებდა რუსეთს. თუმცა იმ მომენტში ჩვენი მოკავშირეებიც კი არ იყვნენ მხარდამჭერები ამისი, იმიტომ რომ არ სურადთ გამწვავება ვითარების. სწორედ ის იყო მთავარი, პატიოსანი შეცდომა და როდესაც ჩვენ ვეუბნებოდით მათ და ეს აღწერილი აქვს სხვათა შორის, სახელმწიფო მდივანსაც თავის მემუარებში კონდოლიზა რაისს, რომ რუსეთი ამას აპირებს, აქითკენ მიდის ყველაფერი, განწყობა იყო, რომ ეს მოხდება, არ იფიქროთ ამაზე, რუსები ამას ვერ იზამენ. ეს დიდი შეცდომა იყო," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.