იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 2008 წლის აგვისტოს ომს იხსენებს. მინისტრის განცხადებით, ხელისუფლების სტრატეგია რუსეთის აგრესიის საპასუხოდ უცვლელია - ბრძოლა გრძელდება მშვიდობიანი მეთოდებით და საერთაშორისო გზების გამოყენებით.
"ეს ის დღეებია, როდესაც ვიხსენებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც დაკარგა სიცოცხლე და სამშობლოს შეეწირა. საქართველო აგრძელებს ბრძოლას, ბრძოლას მშვიდობიანი მეთოდებით, ხოლო მთავრობა და მისი იუსტიციის სამინისტრო და ჩვენი გუნდი ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას იმისათვის, რომ საქართველოს შევძინოთ სამართლებრივი დოკუმენტი სტრასბურგის სასამართლოს დავის ფარგლებში, რომელიც დაადგენს იმ რეალობას, რაც ჩვენი ცხოვრების ნაწილია - ოკუპაცია, მიმდინარე ოკუპაცია, ქართველების ეთნიკური წმენდა," - აცხადებს თეა წულუკიანი.