საქართველოს ქუჩის ხელოვნების ფედერაციის წევრებმა ვეფხი და მოყმის მიმდებარე ტერიტორიაზე "ევროპული საქართველოს" წინასაარჩევნო პლაკატები კედლიდან ჩამოხიეს. ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ ისინი კედლის მოხატვას აპირებდნენ.
"ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის უფროსის სერგი კაპანაძის განცხადებით, მერიის აიპის წარმომადგენლებმა წინასაარჩევნო კამპანიაში ხელი მიზანმიმართულად შეუშალეს.
"ქართულმა ოცნებამ", რომელიც იმდენად შეშინებულია, იმდენად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, როგორც ჩანს, უკვე ამ ადრეულ ეტაპზევე დაიწყო ბრძოლა საარჩევნო პლაკატების წინააღმდეგ და ჩვენი საარჩევნო პლაკატების მასიური ჩამოხევა დაიწყეს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც პირდაპირ აქვს კონტრაქტი მერიასთან კონკრეტული რაღაცების გასაკეთებლად და რამდენიმეჯერ პირდაპირი შესყიდვის წესით მიიღო ფული პირდაპირ მერიიდან," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრმა სერგი კაპანაძემ.