17 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
უნდა ვიხილოთ თუ არა პუტინი და მედვედევი დამნაშავეთა სკამზე - ნინო ბურჯანაძის თქმით, მისი მხრიდან ამაზე საუბარი არასერიოზულია

პუტინი და მედვედევი შესაძლებელია თუ არა აღმოჩდნენ ჰააგის სასამართლოს დამნაშავეთა სკამზე და აქვს თუ არა ამასთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაცია - აღნიშნული კითხვით "ღამის კურიერის" წამყვანს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს მიმართა.

როგორც ბურჯანაძე აცხადებს, არ იქნება სწორი თუ ამ საკითხზე ისაუბრებს. 

 "ვერ გეტყვით, მე არ მაქვს ინფორმაცია კონკრეტული რაზე ლაპარაკობს ჰააგის საერთაშორისო სასამართლო. მე არ მენდომებოდა ასეთ დეტალებში შესვლა. თქვენ აკეთებთ იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ე.წ. პრორუსულ ბურჯანაძეს ალაპარაკოთ რუსეთის წინააღმდეგ. ეს არ არის სწორი პოლიტიკოსის მხრიდან ამ ტიპის განცხადებების გაკეთება, ეს იქნება უბრალოდ არასერიოზულობა ჩემის მხრიდან, იმიტომ რომ აქ აუცილებლად წამოიწევა, რა დანაშაული იყო, ვინ რა დანაშაული ჩაიდინა, ეს დანაშაული, რაც ჩადენილი იყო, იყო პირდაპირი ბრძანებით თუ არა. რითი დაიწყო ომი, როგორ დაიწყო, წინ რა უძღოდა და ასე შემდეგ. ვერავინ ვერ გაასამართლებს ვერც პუტინს და ვერც მედვედევს, თუ ჩვენ ახლა ამისი ამოცანა გვაქვს და გვინდა, რომ ამაზე ვილაპარაკოთ, რომ პუტინს ელოდებით ჰააგის სასამართლოს განსასჯელის სკამზე, ისინი შემოგიტრიალდებიან და გეტყვიან, რომ სხვა არის დასაჭერი, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტი. იყო ძალიან დიდი ტრაგედია, რაც მოხდა. ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა. მედვედევი კარგია, რომ ახსენეთ, როგორც წესი, მას არავინ არ ახსენებს ხოლმე, ყველა ახსენებს პუტინს, მიუხედავად იმისა, მე ძალიან კარგად ვიცი, ვინ როდის გაიგო ამ ომის დაწყების თუ საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ."- განაცხადა ბურჯანაძემ. 

მისი თქმით, პუტინი თავისი ქვეყნის ინტერსებიდან მოქმედებდა. 

"პუტინის როლი რატომ არ უნდა იყოს გამოკვეთილი, ის თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა. ეს იმას, არ ნიშნავს, რომ მე მიხარია. თქვენ რა გინდოდათ ახლა, რომ პუტინს საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ ემოქმედა?! ჰააგის სასამართლოზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ სხვა საკითხები და საქმეები არის გატანილი, უბრალოდ არ მიმაჩნია დღეს სწორად ამაზე ლაპარაკი. პოლიტიკურად ჩემ მიმართ არაკორექტულია, არასწორია. ჩვენ დღეს ბევრი სხვა თემაც გვაქვს. თქვენ მიგყავთ ყველაფერი წარსულთან დაკავშირებით. ამ დროს თქვენ წინ გიზით პოლიტიკოსი, რომელიც ამბობს, რომ მე ვარ ის ადამიანი, ვისაც ემოციების მიუხედავად შემიძლია ველაპარაკო ვაშინგტონსაც, ბრიუსელსაც, ყაზახეთსაც, უკრაინასაც, სომხეთ-აზებაიჯანსაც და რუსეთსაც. მე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია, რომელზეც დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ მათი განცხადებებით და მათი ბრძანებებით იყო ჩადენილი დანაშაული. ომის წარმოება არის ერთი და ჰააგის სასამართლო განიხილავს დანაშაულს კაცობრიობისა და ადამიანურობის წინააღმდეგ. თუ ჩვენ ამ დავაში შევალთ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, იმიტომ რომ დასვამენ კითხვებს, იმასთან დაკავშირებით, რაც მე არ მინდა ახლა გავიმეორო - დაისმება კითხვა, დაიბომბა თუ არ დაიბომბა ცხინვალი, ვინ გასცა ეს ბრძანება. არ მინდა ამ თემებში შესვლა. მე არ ვარ მოსამართლე, მე ვარ პოლიტიკოსი, რომელსაც დიახ, ჩემი ემოციის მიუხედავად მჭირდება და ჩემს ქვეყანას სჭირდება, მე შევძლო ლაპარაკი პუტინთანაც, მედვედევთანაც, ყაზახეთის პრეზიდენტთანაც და სხვებთანაც," - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები