აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, ყველა სახელმწიფო უწყებაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.
საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, დროშები დაუშვეს მთავრობის ადმინისტრაციაზე, პრეზიდენტის სასახლეზე და სხვა შენობებზე.
რუსული აგრესია და ქვეყნის ოკუპაცია აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგაც საქართველოს მთავარ გამოწვევად და საფრთხედ რჩება.
2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიის დროს 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი დაიღუპა. 130 ათას ადამიანს იძულებით მოუხდა საკუთარი საცხოვრებლის დატოვება. 30 ათასამდე მოქალაქე კი ამ დრომდე საკუთარ ქვეყანაში დევნილია.