17 ნოემბერი 2024,   23:40
ვრცლად
რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ლიდერებმა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია დაგმეს

რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების კომიტეტის ლიდერებმა დაგმეს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი სრული მხარდაჭერა.

მათ ასევე ყურადღება გაამახვილეს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობაზე.

ეუთომ ღრმა შეშფოთება გამოხატა იმ ფაქტის გამო, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელიც ეუთოსა და გაეროს მისიების დახურვის შემდეგ, ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმია, კვლავაც არ აქვს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებზე წვდომა.

დღის ამბები