17 ნოემბერი 2024,   23:20
ვრცლად
აშშ საქართველოს გვერდით დგომას რუსეთის აგრესიის წინაშე განაგრძობს - აგვისტოს მოვლენებს სენატორი რონ ჯონსონი გამოეხმაურა

აგვისტოს მოვლენებს სენატორი რონ ჯონსონი გამოეხმაურა. ამერიკელმა სენატორმა დაწერა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დგომას რუსეთის აგრესიის წინაშე განაგრძობს. ჯონსონმა რუსეთს საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანა მოუწოდა.

რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 12 წლის თავზე წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანეც.

ევროპარლამენტარის თქმით, რუსეთი კვლავ აგრძელებს ბოროტ ქმედებას, რაც მიმართულია ორი რეგიონის ანექსიისკენ, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული ტერიტორიის 20 პროცენტს. აგვისტოს მოვლენები გაიხსენა იან კელიმაც.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი წერს, რომ პუტინის რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას აგრძელებს და ოკუპირებული აქვს მისი ტერიტორიების 20 პროცენტი.

დღის ამბები