აგვისტოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა.
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აგრესია რომლიც 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა, დღემდე გრძელდება.
"გვინდა პატივი მივაგოთ ყველა იმ ჯარისკაცს, ვინც აგვისტოს ომში გმირულად დაიღუპა. აგრესია, რომელიც რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს, არ არის 12 წლის წინ დაწყებული. თუნდაც შეგვიძლია გავიხსენოთ 1921 წელი. სამწუხაროა ის, რომ ეს აგრესია დროთა განმავლობაში სხვადასხვა ფორმებს იძენს და უფრო მძაფრდება,"- აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე.