"ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი, ფრენების აღდგენის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ უსაფრთხო ქვეყნებიდან ტურისტული ჩარტერების დაბლოკვა მიუღებელია.
ის ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, უსაფრთხო ქვეყნების სიაში მყოფი 5 ევროპული ქვეყნიდან პირველი რეისები უკვე განხორციელდა და საქართველოში უცხოელი ტურისტები ჩამოვიდნენ.
"საქართველოს მთავრობა იმ მოქალაქეებს, რომლებიც იმედის თვალით შეჰყურებდნენ უსაფრთხო ქვეყნებთან საზღვრების გახსნას, მათ ყოველგვარი შანსის გარეშე ტოვებენ, რომ თუნდაც მიზერული შემოსავალი მიიღონ,"- აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი კანდელაკი.