აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის საშუალებითაც თეთრი სახლი კონგრესის გვერდის ავლით კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულ ეკონომიკასა და მოქალაქეებს დაეხმარება.
განკარგულებების თანახმად, გაგრძელდება უმუშევართა დახმარების პროგრამა. ბენეფიციარები კვირაში 400$-ით გაზრდილ დახმარებას მიიღებენ. მოქალაქეები კი, ვისი წლიური შემოსავალიც 100 ათას დოლარზე ნაკლები იქნება, იმ გადასახადებისგან გათავისუფლდებიან, რომლებიც სოციალური უზრუნველყოფის და სხვა ფედერალური პროგრამებისთვის გამოიყენება. შეღავათით ისარგებლებენ სტუდენტებიც.
შტატები კვლავ პანდემიის ცენტრად რჩება. ქვეყანაში ერთ დღეში ვირუსის 55 ათასამდე შემთხვევა გამოვლინდა.