პარტია "თავისუფალი საქართველოს" ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი გია ყრუაშვილი იქნება. კანდიდატი დღეს პარტიის ლიდერებმა კახა კუკავამ და გოგი წულაიამ დაასახელეს. ბრიფინგი კიკვიძის პარკში გაიმართა.
"თუ გინდა ის ხალხი, რომელიც არც წინა მთავრობის დროს და არც დღევანდელი მთავრობის დროს ხელისუფლებასთან კომფორტით არ ცდილობენ თავისი პოლიტიკური კარიერის გაკეთებას და იბრძვიან სიმართლისა და ეროვნული პრინციპებისთვის, მაშინ ეს არის ნომერი 21 - "თავისუფალი საქართველო" - განაცხადა კახა კუკავამ.