პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ლიდერმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობა გადაწყვიტა. ზურაბ ჯაფარიძე საკუთარ ძალებს დიდუბე-ჩუღურეთში მოსინჯავს.
ზურაბ ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ ის "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს გიორგი ვოლსკის დაამარცხებს.
ჯაფარიძე ამბობს, რომ ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებდა, კონსულტაციები ოპოზიციური პარტიების კონკრეტულ ლიდერებთან, მათ შორის, "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის ლიდერებთან.
"თბილისში დარჩენილი არის ორი შეუთანხმებელი ოლქი ოპოზიციაში - საბურთალო და დიდუბე. გადავწყვიტე, რომ ჩავერთო დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარულ ოლქში დავდგე "გირჩის" კანდიდატად. კონსულტაციები მქონდა რამდენიმე პოლიტიკურ ლიდერთან. ზოგადი განწყობა იყო პოზიტიური, იმედი მაქვს, რომ ეს პოზიტიური განწყობა გადაითარგმნება პოლიტიკურ მხარდაჭერაში. გიგა ბოკერიაც იყო მათ შორის," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.