"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალგაზრდებს შეხვდა. გიორგი ვაშაძემ იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელსაც მისი გუნდი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ახალ თაობას შესთავაზებს.
"რატომ დაუფინანსდათ სოციალურად დაუცველებს ერთი სემესტრი და არა ყველა სტუდენტს. ჩვენ ხომ გვესმის, რომ დღეს ყველა სოციალურად დაუცველია. ყველა ოჯახს ხომ შემოსავალი გაუქრა ფაქტობრივად. რა უნდა ქნან იმ სტუდენტებმა, რომლებმაც უნდა გააგრძელონ სწავლა და რატომ მისცეს 45 მილიონი 23 კომპანიას, რომლებიც მათთან არიან კავშირში, ეს ხომ კორუფციაა, რომელიც კორონავირუსის დროს გამოვლინდა,"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.