როდის გამოიკვეთება იმ პირთა ვინაობა, ვინც გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში მონაწილეობდა და რა ეტაპზეა გამოძიება - ამ კითხვების საპასუხოდ შს მინისტრის თქმით, გამოძიება შედეგს უახლოეს პერიოდში დადებს.
"გამოძიება მიმდინარეობს, პროკურატურასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროც მუშაობს ამ საკითხზე. სწორედ ისინი გასცემენ შეკითხვებს პასუხს მაშინ, როდესაც გამოძიება დასრულდება," - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.