17 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
ნუთუ არ გრცხვენიათ ასეთ უმსგავსო განცხადებას, რომ აკეთებთ? - გიორგი ვაშაძე შს მინისტრის განცხადებაზე კრიმინალის შესახებ

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მინისტრის განცხადება უმსგავსობაა და თავმოყვარე ადამიანი არსებული კრიმინალური მდგომარეობის ფონზე გადადგებოდა.

"მინდა, გამოვეხმაურო შსს მინისტრის განცხადებას, რომელმაც გვითხრა, რომ კრიმინალი ხან გაიზრდება, ხან მოიკლეს. მინდა მივმართო, ნუთუ არ გრცხვენიათ ასეთ უმსგავსო განცხადებას, რომ აკეთებთ? ანუ ახალგაზრდების მკვლელობა ჩვეულებრივი საქმეა, ასეთი გაზრდილი კრიმინალი ჩვეულებრივი საქმეა? კრიმინალთან რომ ხართ გარიგებაში და არჩევნებისთვის ქურდულ სამყაროსთან თანამშრომლობთ, ჩვეულებრივი საქციელია? ეს არის უმსგავსობა, ნებისმიერი თავმოყვარე ადამიანი გადადგებოდა და ასეთ სისულელეს არ წამოროშავდა, რაც თქვენ თქვით.

მივმართავ საზოგადოებას, ეს უნდა დავამთავროთ ქვეყანაში და ასეთი მინისტრები აღარ უნდა გვყავდეს. რომელიც უსაფრთხოებაზე კი არ ზრუნავს, არამედ უმძიმეს მდგომარეობაში აგდებს მოქალაქეებს," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები