17 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
მმართველმა გუნდმა კახეთის რეგიონში მაჟორიტარობის კანდიდატად ირაკლი ქადაგიშვილი ოფიციალურად წარადგინა

"ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიას ისევ კახეთის რეგიონში განაგრძობს. ირაკლი ქადაგიშვილის კანდიდატურა, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის მსურველი, ამჯერად ლაგოდეხის მოსახლეობას წარუდგინეს.

პარტიულ ღონისძიებას "ქართული ოცნების" ლიდერები ესწრებოდნენ.

"ქართული ოცნება" ყოველთვის ზრუნავდა ადამიანზე. თითოეული ოჯახის წარმატების საფუძველი არის კარგი შემოსავალი და კარგი სამუშაო ადგილი. ამიტომ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე მთავარი გამოწვევა არის სამუშაო ადგილები და ეკონომიკის აღორძინება. კახეთში თითოეული გლეხი უნდა იყოს მყარად ფეხზე მდგომი, მას სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს და ჩვენ მათ დავეხმარებით. ბევრი ძლიერი, მაგარი საქმე გვაქვს დაწყებული, რომელიც უნდა დავასრულოთ," - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

"ქართული ოცნების" კახეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა განცხადა, რომ მისი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, უფრო ეფექტურად გადაწყდება მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები.

"ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, მე აღვიჭურვები იმ უფლებამოსილებით პარლამენტში, რომელიც საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტს უფრო ეფექტურად გადაწყვიტოს არსებული პრობლემები. ცხოვრების წინსვლა ახალ მოთხოვნებს აყენებს," - აღნიშნავს პარლამენტის თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ქადაგიშვილი.

 

დღის ამბები