17 ნოემბერი 2024,   23:22
ვრცლად
ყაზბეგი არ ჩაიკეტება - მთავრობა რეგიონში მკაცრი ზომების გატარებას არ აპირებს

ყაზბეგი არ ჩაიკეტება - მთავრობა ლარსის გამშვებ პუნქტზე ინფექციის დადასტურების მიუხედავად, რეგიონში მკაცრი ზომების გატარებას არ აპირებს.

პარალელურად ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ, ამ დროისათვის სიტუაცია სრულად კონტროლდება. 

"გვყავს შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე ინფიცირებული თანამშრომელი, რომლებიც ლარსის გამშვებ პუნქტზე მსახურობდნენ. ჭორებიც ვრცელდებოდა სხვადასხვა მედია სივრცეში, რომ თითქოს მთავრობა ყაზბეგშიც აპირებდა სვანეთის მსგავსად შეზღუდვების დაწესებას, მაგრამ მინდა ვთქვა რომ არანაირი რისკი არ არსებობს ჯერ ამის. ყაზბეგში ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება, ამიტომ ეს მხოლოდ ჭორია. არავინ აპირებს ყაზბეგში რაიმე შეზღუდვის დაწესებას,"- აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. 

ლარსის გამშვებ პუნქტზე ამ დროისათვის COVID ინფექცია 7 თანამშრომელს აქვს დადასტურებული.

 

დღის ამბები