17 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
"ისინი ამბობენ - კაპიკები ხალხს, მილიონები ჩვენს ჯიბეში, ეს უსამართლობა უნდა დავასრულოთ 31 ოქტომბერს" - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" დამფუძნებელმა მხარდამჭერებს სამომავლო გეგმა გააცნო. გიორგი ვაშაძემ ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ და სოციალური მდგომარეობაზე, რომელიც მისი თქმით არჩევნების შემდეგ შეიცვლება. 

"არ არის სამართლიანი, როდესაც კორონავირუსის დროს, როდესაც ყველა გავღარიბდით, უმძიმეს პირობებში ვართ, ისევ და ისევ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩინოვნიკები, ფულის შოვნაზე არიან გადასულები. 45 მილიონი მათ აჩუქეს საკუთარ კომპანიებს, მაშინ როცა ხალხი უკიდურეს სიღარიბეში და გაჭირვებაშია და მერე კიდევ ცინიკურად გამოდიან და გვეუბნებიან, თურმე რა მაგარია 300 ან 200 ლარს ვინმეს გადაუგდებენ. ისინი ამბობენ - კაპიკები ხალხს, მილიონები ჩვენს ჯიბეში. ეს უსამართლობა უნდა დავასრულოთ ყველამ ერთად 31 ოქტომბერს," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები