17 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" წევრებს სამართალდამცველებმა იუსტიციის სამინისტროსთან პლაკატების გაკვრის უფლება არ მისცა

ხმაური იუსტიციის სამინისტროსთან - "ევროპული საქართველოს" ლიდერები საარჩევნო პლაკატების გაკვრას ცდილობენ, თუმცა, რამდენიმე პლაკატის გაკვრის შემდეგ, სამართალდამცველებმა მათ ხელი შეუშალეს.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ "ევროპული საქართველოს" აქტივისტებისთვის პლაკატების გაკვრის აკრძალვის ბრძანება იუსტიციის მინისტრმა გასცა. მათი თქმით, ახლა არასაარჩევნო პერიოდია და საარჩევნო რეგულაციები არ მოქმედებს.

"ამ ხალხს აღარც კონსტიტუცია აინტერესებს, აღარ საარჩევნო კოდექსი აინტერესებს. ერთადერთი იქიდან, რომ იყურება, ის შლეგი თეა წულუკიანი იძახის, რომ აქ არ გამიკრან," - განაცხადა გიგი უგულავამ.

სამართალდამცველების განმარტებით კი, საარჩევნო კოდექსის თანახმად აქტივისტებს პლაკატების გაკვრის უფლება არ ჰქონდათ.

დღის ამბები