17 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
"ლელოს" მხრიდან ვაკეში კანდიდატურის დაყენება ჩემთვის მოულოდნელობა იყო - ელენე ხოშტარია

"ევროპული საქართველოს" წევრი, ვაკის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რომ პარტია "ლელოს" მხრიდან ვაკეში კანდიდატურის დაყენება მისთვის მოულოდნელი იყო. 

"ლელოს" მხრიდან ვაკეში კანდიდატურის დაყენება ჩემთვის მოულოდნელობა იყო ნამდვილად, თუმცა ეს ვერანაირ ჩრდილს ვერ მიაყენებს ჩემს დამოკიდებულებას მათ მიმართ. "ლელოს" წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია საერთო კოალიციისთვის და მომავალი მრავალფეროვანი მმართველობისთვის.

არის პატარა და დიდი საკითხები. მთავარზე ვკონცენტრირდეთ და შევცვალოთ ეს მთავრობა უკეთესით, დაბალანსებული ძალაუფლებით," - წერს ელენე ხოშტარია.

ვაკის რაიონში პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ლელო" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ლევან კობერიძე დაასახელა.

დღის ამბები