17 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
თუ მოქალაქეები "ქართულ ოცნებას" ხმას არ მისცემენ, საარსებო შემწეობის დაკარგვის რისკის ქვეშ არიან - ზურაბ ჭიაბერაშვილი

"ევროპული საქართველო" ბრიფინგზე რეგიონებში საარსებო შემწეობების მიღებას გამოეხმაურა.

ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" წინა არჩევნების მსგავსად საარსებო შემწეობებით მანიპულირების ხერხს მიმართავს.

მისივე განმარტებით, თუ მოქალაქეები "ქართულ ოცნებას" ხმას არ მისცემენ, საარსებო შემწეობის დაკარგვის რისკის ქვეშ არიან.

"გვესმის ჩვენი მოქალაქეებისგან შფოთვა იმის შესახებ, კვლავ მიმართავს თუ არა "ქართული ოცნება" საარსებო შემწეობებით მანიპულირებას, როგორც ამას ყველა წინა არჩევნებზე აკეთებდა. ვისაც აქამდე ჰქონდა საარსებო შემწეობა დანიშნული, ისინი აშინებენ და ეუბნებიან, რომ თუ ისინი გაბედავენ და არ შემოხაზავენ 41  ნომერს, მოეხსნებათ საარსებო შემწეობა,"- აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი. 

დღის ამბები