სახელმწიფოს და პარტიის ერთმანეთისაგან გამიჯვნის აუცილებლობა - "სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-მა პრეზიენტაცია გამართა.
"სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ის აღმასრულებელი დირექტორი თენგო თევზაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს და პარტიის ერთმანეთისაგან გამიჯვნა.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საარჩევნოდ ცესკომ უნდა შექმნას ყველა მექანიზმი, რათა პანდემიის გავრცელების საფრთხის პირობებში, დამკვირვებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა არჩევნებს დააკვირდნენ.
სასურველია, ისეთი მექანიზმების ჩამოყალიბება, რომლითაც ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენებასთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა ეფექტურად მოხდება.
"ჩვენს ანგარიშში ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი როლი უკავია "კოვიდ-19"-ის გავლენას წინასაარჩევნო პერიოდზე. ის ცვლილებები, რომლებიც საარჩევნო კოდექსში შევიდა და მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია, ამას სამოქალაქო სექტორი, მედიასაშუალებები მივყვეთ. აქტიურად გავაშუქოთ და ვისაუბროთ. ეს პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე," - განაცხადა თენგიზ თევზაძემ.