"რუსთავი 2-ის" დაკვეთით ჩარტარებული, ავტორიტეტული კომპანია Survation-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, გამოკითხულთა 65% დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
შეკითხვაზე -დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რამდენად სავარაუდოა, რომ თქვენ მასში მიიღებდით მონაწილეობას- პასუხები ასე გადანაწილდა:
თითქმის დარწმუნებული ვარ 65 %
ალბათ მივიღებდი 13%
50/50 - 13 %
არ მივიღებდი მონაწილეობას 8%
არ ვიცი/ უარი პასუხზე <1%
გამოკითხულია 1200 საარჩევნო ასაკის მქონე პირი, რომლებსაც კომპანიამ შეკითხები მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებთან, მათ ეკონომიკურ მდგომარეობასთან და ინსტიტუტების მუშაობასთან დაკავშირებით დაუსვა.
კომპანია "Survation-ი" ბრიტანეთის ბაზარზე უკვე 10 წელია ოპერირებს და 20 წლიანი გამოცდილების ექსპერტებს უყრის თავს. ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე არაერთ რეფერენდუმსა და არჩევნებზე ჩაატარა კვლევა, მათ შორის, აშშ-ში, იტალიაში, შოტლანდიაში, ირლანდიაში და სხვა.
სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქვეყანაში კომპანია თანამშრომლობდა არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ბრიტანულ პოლიტიკურ პარტიებთან თუ კერძო კომპანიებთან: BBC, The Guardian, Sky News, Daily Telegraph - ეს მხოლოდ იმ მედიაორგანიზაციების ნაწილია, ვინც საარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის კვლევა Survation-ს ანდო.