აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანი საქართველოში დაგეგმილი არჩევნების წინ დემოკრატიული განვითარებისა და ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს.
"ჩვენი ერთგულება დემოკრატიისადმი დგას ყველაზე მაღლა, საქართველო რეგიონში ლიდერია ბევრი მიმართულებით და ველოდებით თბილისში ჩვენი პარტნიორებისგან, რომ გააგრძელებენ დემოკრატიული იდეალების განვითარებას და გააძლიერებენ მმართველი ინსტიტუტების მუშაობას.
ამ წლის ოქტომბრის არჩევნები იქნება კრიტიკული ეტაპი ამ მიმართულებით, ჩვენ გვჯერა, რომ საკმარისი პოლიტიკური ნებით, ქართველი ხალხი გადადგამს აუცილებელ ნაბიჯებს, რომ უზრუნველყონ დემოკრატიის სიძლიერე,"- აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანი.