"რუსთავი2-ის" დაკვეთით ჩარტარებული, ავტორიტეტული კომპანია Survation-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, ოპოზიას უკეთესი მაჩვენებლი აქვს დედაქალაქში, ვიდრე რეგიონებში.
კომპანია "სარვეიშენის" დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი დამიან ლაიოს ლოუს განცხადებით, მეთოდიკა არ აკეთებს აქცენტს იმ ამომრჩეველზე, რომელიც ჩამოყალიბებული არ არის.
"ჩვენი მეთოდი განსხავავებულია. პირველი ჩვენ ვეკითხებით ამომრჩეველს, თუ ვის მისცემს ხმას. შემდგომ ისევ ჩავეკითხებით, არჩევანი რომ გქონდეს რომელი პარტის სასარგებლოდ დააფიქსირებდით ხმას. შემდეგ ვითვლით მას. ჩევნი მეთოდიკა არ აკეთებს აქცენტს იმ ამომრჩეველზე, რომელიც ჩამოყალიბეული არ არის. კვლევამ აჩვენა, ახლა რომ ჩატარებულიყო არჩევნები "ქართულ ოცნებას" 52 % მისცემდა ხმას, "ნაციონალურ მოძრაობას" -19 %, "ევროპულ საქართველოს" -8%.
2016 წელთან შედარებით "ქართული ოცნება" 3 პროცენტით აუმჯობესებს შედეგს. "ქართულმა ოცენებამ" კარგად იმუშავა იმისთვის, რომ ამომრჩეველი კარგად შეენარჩუნებინა. კვლევამ აჩვენა, რომ გასულ არჩევნებთან შედარებით, 88 %, ვინც "ქართულ ოცნებას" მისცა ხმა, ამჯამადაც ასე გეგმავს.
"ერთიანი ნაციონალური" მოძარაობის მაჩვენებელი კი დაბალია და 67 % შეადგენს. მან ამომრჩეველი ვერ შეინარჩუნა. გარდა ამისა, თბილისში "ქართული ოცენებისადმი" ხმის მიცემის განზრახვას ავლენს 42 %. ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია რეგიონებში. ოპოზიას კი უკეთესი მაჩვენებლი აქვს დედაქალაქში,"-აცხადებს კომპანიის დირექტორი.