17 ნოემბერი 2024,   23:19
ვრცლად
საქართველოს ადგილმდებარეობა არის წყარო მისი ეკონომიკური ზრდის, სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის - კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ვიდეოკონფერენციაზე "საქართველო და მისი სამეზობლო" აღნიშნა, რომ საქართველოს ადგილმდებარეობა არის წყარო მისი ეკონომიკური ზრდის, ასევე მისი სტაბილურობისთვისა და უსაფრთხოებისთვის.

მისივე განცხადებით, საქართველოსა და ამერიკის პარტნიორობა  კულტურულ, ეკონომიკურ და ბიზნეს საკითხებზე მუშაობით გაფართოვდება.

"მე და სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ განვიხილეთ რეგიონში სტაბილურობისა და კეთილდღეობის საკითხები. ვაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას. ვეთანხმები განცხადებას, რომ საქართველოს ადგილმდებარეობა არის წყარო მისი ეკონომიკური ზრდის, ასევე მისი სტაბილურობისთვისა და უსაფრთხოებისთვის. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა გაფართოვდება კულტურულ-ეკონომიკურ ბიზნეს საკითხებზე მუშაობით. ამ საკითხებზე აქტიურად ვთანამშრომლობთ," - განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, ვიდეოკონფერენციაში "საქართველო და მისი სამეზობლო" აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი მონაწილეობდნენ. მხარეებმა განიხილეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა და რეგიონში მიმდინარე პროცესი.

დღის ამბები