17 ნოემბერი 2024,   23:26
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსის" მიერ ჩატარებული კვლევით, "ოცნების" რეიტინგი - 11,6% იყო - გოჩა თევდორაძე Survation-ის კვლევას არ ენდობა

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" აღმასრულებელმა მდივანმა გოჩა თევდორაძემ, "დღის კურიერის" ეთერში ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" დაკვეთით მომზადებული ავტორიტეტული ბრიტანული კომპანიის, Survation-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევაზე განაცხადა, რომ კვლევა რეალობას აცდენილია.  

"ჩვენი პარტიის დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგადად არ ვენდობით კვლევებს, განპირობებულია იმით, რომ ისინი რეალობას არიან აცდენილი. Survation-ის კვლევაც საერთოდ აცდენილია რეალობას,"- განაცხადა "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" აღმასრულებელმა მდივანმა გოჩა თევდორაძემ. 

გოჩა თევდორაძე ამბობს, რომ მათმა პარტიამ თავად ჩაატარა კვლევა, სადაც გამოკითხული 1 200 000-ზე მეტი ადამიანი იყო. მისივე თქმით, "პატრიოტთა ალიანსის" მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მარტი-აპრილის თვეში "ქართული ოცნების" რეიტინგი - 11,6% იყო. 

"ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მარტი-აპრილის თვეში, "ქართული ოცნების" რეიტინგი იყო 11,6%. რაც შეეხება Survation-ის კვლევას, როდესაც 30% არის ისეთი, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია თუ ვის მისცემს ხმას, უნდა ვხვდებოდეთ რომ ეს ადამიანები, სახელისუფლებო ძალის ამომრჩევლები არ არიან, რადგან ქვეყანაში ისევ არათანაბარი საარჩევნო გარემოა. 

თუკი ამ კვლევის მიხედვით, 52% "ქართულ ოცნებას" აძლევს ხმას, იმ ძალადობით, მოსყიდვითა და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებით, მაშინ ამდენი კი არა, უფრო მეტიც- "ქართული ოცნება" 90%-იანი ძალა ყოფილა, ეს რეალობა არ არის,"- აცხადებს გოჩა თევდორაძე.

დღის ამბები