"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც ქართული ბიზნეს სექტორის დასახმარებლად საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მიმართა და მთავრობას სამი ძირითადი საკითხის მოგვარებისკენ მოუწოდა.
ესენია, ტურისტულ სექტორში სრული სუბსიდირება, მანქანების რეექსპორტთან დაკავშირებით ახალი პროექტის შემუშავება და ვირუსის განმავლობაში კრედიტებზე პროცენტის ჩამოწერა.
"სესხზე პროცენტი აუცილებლად უნდა ჩამოიწეროს მთელი ამ კრიზისის პერიოდში, ამის რესურსი საბანკო სექტორში არის. 130 მილიონი მოგება აჩვენეს მხოლოდ ივნისში.
დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს სპეცპროექტი მანქანების რეექსპორტთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს, რომ გადავადებასთან ერთად, უნდა გავრცელდეს ეს პირველი მაისის შემდგომ შემოყვანილ მანქანებზე, სპეციალური პროცედურით, მანქანების ყიდვის მიზნით ვინც შემოდის საქართველოში, მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა წინასწარი ტესტირებით ჩამოვიდნენ და მანქანების, რომელიც დგას ახლა საქართველოში, გაყიდვა მოხერხდეს. ასევე, ტურისტულ სექტორში სრული სუბსიდირება უნდა მოხდეს იმ საპროცენტო ნაწილის, რომელსაც ბანკები ახდევინებენ ტურისტულ სექტორს,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.