17 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
ენმ საკუთარი მაჟორიტარული კანდიდატების დაყენებას დედაქალაქის გარდა, რეგიონებშიც აპირებს - ხატია დეკანოიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ დაახლოებით შემდგომი კვირის ბოლოს პარტია ჩამოყალიბდება თუ ვინ იქნებიან "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარული კანდიდატები.

ხატია დეკანოიძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დედაქალაქის გარდა, ასევე საკუთარი მაჟორიტარული კანდიდატების დაყენებას რეგიონებშიც აპირებს.

რაც შეეხება საკუთარი კანდიდატურის დაყენებას, დეკანოიძე ადასტურებს, რომ მსგავს საკითხზე პარტიაში მსჯელობა მიმდინარეობს.

"ჩვენ ვთქვით თბილისზე, თუმცა ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას მათ შორის საბურთალოზე ეს ერთი. რეგიონებზე ჩვენც ვთქვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ვიბრძოლოთ მათ შორის ჩვენი მაჟორიტარული კანდიდატებით რეგიონებში იმიტომ, რომ პროპორციული სიის ნაწილში ძალიან გაძლიერებს შენი მაჟორიტარული კანდიდატი.

ახლა იქნება თვისობრივად სხვა ბრძოლა. პირველ რიგში ის, რომ ხელისუფლება იცვლება მოდი ასე ვთქვათ და ძალიან მნიშვნელოვანია პროპორციული საარჩევნო სიის ნაწილი, ამიტომ თუ გყავს ძლიერი მაჟორიტარი მათ შორის იმ ოლქებში, რომელშიც ჩვენ დავაყენებთ რეგიონში, მაშინ ეს ნიშნავს, რომ პროპორციული სიის ნაწილით შენ შენი პოლიტიკური ლიდერით იბრძვი და მოიპოვებ ხმებს და მეორე: ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა მაჟორიტარი განსაზღვრული იქნება უკვე აგვისტოს ბოლოს.

ამაზე მიდის პარტიაში მსჯელობა ნამდვილად მინდა დაგიდასტუროთ იმდენად, რამდენადაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, რომ ნამდვილად გადამწყვეტი ბრძოლა და არჩევანია 2020-ის საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს ველზე და უნდა ვიბრძოლოთ ჩვენ იმ ადამიანებთან ერთად ვინ მთელი ამ წლების მანძილზე იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ. რამდენიმე კონფიგურაციაზეა საუბარი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის თერჯოლა, ზესტაფონი, ბაღდადი, ტყიბულის ოლქი, ამაზეც მიდის მსჯელობა," - ისაუბრა "დღის კურიერის" ეთერში ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები