17 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
არ მგონია ჩვენგან დაშორებულ ყოფილი უმრავლესობის წევრებს ის რესურსი გააჩნდეთ, რომელიც რთულ ვითარებაში მყოფ სახელმწიფოს სჭირდება - გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს რესურსი, რომელიც დღეს საკმაოდ რთულ ვითარებაში მყოფ ქვეყანას სჭირდება. 

"ჩვენი ამოცანაა პრაგმატიზმი, ჩვენი ამოცანაა რეალური სურათის დახატვა იმის რაც გვქონდა, რაც გვაქვს და რის გაკეთებას ვაპირებთ. ასე რომ მე არ მგონია, რომელიმე პოლიტიკურ ძალას, თუნდაც ჩვენგან დაშორებულ პოლიტიკოსებს, ვინც არ უნდა იყოს, ყოფილ უმრავლესობის წევრებს, ის რესურსი გააჩნდეთ, რომელიც დღეს საკმაოდ რთულ ვითარებაში სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს," - აცხადებს ვოლსკი.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიიჩნევს, რომ სწორედ "ქართული ოცნება" არის ის ძალა, რომელსაც შექმნილ რთულ ვითარებაში, ქვეყნის სამშვიდობოს გზაზე გაყვანა შეუძლია. 

"ჩვენი საზოგადოება, თუნდაც ის ნაწილი ვინც ახლა გვიყურებს, კარგად აცნობიერებს ამ სურათს და თუ ამას დავუმატებთ საგარეო და საშინაო გამოწვევას, რომელიც არსებობს დღეს სამწუხაროდ, დავინახავთ, რომ ქართული ოცნება სწორედ ის სტაბილური ძალაა, რომელსაც შეუძლია ქვეყანა გაიყვანოს სამშვიდობოს,“ - აცხადებს გიორგი ვოლსკი. 

დღის ამბები