ვაზაგაშვილი, გირგვლიანი, რობაქიძე - დავით ბაქრაძე "ღამის კურიერში" იმ გახმაურებული მკვლელობების საქმეებზე საუბრობს, რომლის გამოძიების ინიციატივაც მაშინდელმა მთავრობამ ჩააგდო.
"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე აცხადებს, რომ კონკრეტული საქმეების არგამოძიება იყო არასწორი და მძიმე ნაბიჯი. ბაქრაძის თქმით, კონკრეტულ ტვირთს ისიც და მისი თანაგუნდელებიც დღესაც ატარებენ.
"ეს იყო მძიმე ნაბიჯი და შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო არასწორი ნაბიჯი. მე აქედან არ გავრბივარ და თუ გაინტერესებთ ჩემი შეფასება, მიმაჩნია, როდესაც მე ვსაუბრობდი წეღან კონკრეტულ დანაშაულებებზე, მათ შორის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შეიძლება ვისაუბროთ ამ კონკრეტულ დანაშაულებზე კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ, ამიტომ რა თქმა უნდა, ის, რომ ხელისუფლებამ მაშინ არ გამოიძია ეს ყველაფერი სრულფასოვნად, იყო ძალიან დიდი ტვირთი არა მხოლოდ კონკრეტული გამოძიების დანაშაული, ეს იყო დიდი ტვირთი მაშინდელ ხელისუფლებაზე, ის ტვირთი, რომელმაც მათ შორის, წაგვაგებინა 2012 წლის არჩევნები და ის ტვირთი, რომლისგან თავისუფალი დღესაც არ ვართ. მეც და ჩვენი გუნდელებიც ამ ტვირთს დღესაც ვატარებთ. არის რაღაცა, რაც არ ქრება ცხოვრებაში," - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
წამყვანის კითხვაზე, თუ რატომ არ მოინდომა დავით ბაქრაძემ 2009 წელს ამ ხალხთან შეხვედრა, როდესაც გარდაცვლილი ახალგაზრდების მშობლებსა და ოჯახის წევრებზე მაშინდელმა ოპოზიციამ საშვები დაუშვა, თუმცა პარლამენტის უსაფრთხოებამ ისინი წელს შენობაში არ შემოუშვა -ბაქრაძემ უპასუხა, რომ შეხვედრა, რომელსაც არ მოჰყვებოდა კონკრეტული შედეგი არასწორი პოლიტიკური ნაბიჯი იქნებოდა.
"მიმაჩნდა, რომ იმ სიტუაციაში შეხვედრა, რომელსაც არ მოჰყვებოდა კონკრეტული შედეგი ასეთი შეხვედრა ასეთი შეხვედრა იქნებოდა ჩემგან უბრალოდ არასწორი პოლიტიკური ნაბიჯი," - აცხადებს დავით ბაქრაძე.