17 ნოემბერი 2024,   23:19
ვრცლად
გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა შტაბის ოფიციალური პრეზენტაცია გამართა

გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა გლდანში შტაბის ოფიციალური პრეზენტაცია გამართა.

როგორც ლევან კობიაშვილმა განაცხადა, ის იწყებს აქტიურ საარჩევნო კამპანიას, რაც ხალხთან შეხვედრებსა და მათთან კომუნიკაციებს გულისხმობს.

"გლდანში დავიბადე და გავიზარდე, შესაბამისად აქაურობასთან ყოველთვის მქონდა შეხება. ხვალიდან ჩვენ აქტიურ საარჩევნო კამპანიას დავიწყებთ, მთავრი კი მოსახლეობასთან შეხვედრები იქნება," - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან", ლევან კობიაშვილმა. 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს მაჟორიტარებიც. ასევე, პარლამენტის წევრები მამუკა მდინარაძე და ირაკლი კობახიძე.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ის შედეგი დავდოთ არჩევნებზე, რაც "ქართულ ოცნებასა"
და ლევან კობიაშვილს ეკუთვნის. ჩვენი ამოცანაა პირველ ტურში გამარჯვება და მე ამაში დარწმუნებული ვარ," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ. 

 

დღის ამბები